ფოთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება.

„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის. ცოტა ხნის წინ ფოთში 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ განვლილ პერიოდში ინფიცირებულია 697 პირი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი. სტაციონარულ მკურნალობას გადის 24 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 270 ადამიანი. დღეისათვის „პისიარ“ მეთოდით ტესტირება ჩაუტარდა 116 პირს. მდგომარეობა არის სტაბილური და მართვადი“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.