ფოთში, გეგმური კვლევის ფარგლებში 24 მებაჟისა და 19 ფარმაცევტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ფოთში ახალ კორონავირუსზე მებაჟეებისა და ფარმაცევტების კვლევა გრძელდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა.
„კოვიდ-19“-ზე ტესტირების არეალი გაფართოვდა. გუშინ ფოთში 24 მებაჟესა და 19 ფარმაცევტს ჩაუტარდა კვლევა. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღნიშნულ პროცესს დღესაც ვაგრძელებთ. ეს გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ანალიზების კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში „პისიარ“ ტექნოლოგიით ხორციელდება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.