ფოთში გეგმურად გამოკვლეულ 70 მეხანძრე-მაშველსა და მომსახურების სააგენტოს სამ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთში 70 მეხანძრე-მაშველის ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევის პასუხი ცნობილია.
ასევე, ცნობილია მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანალიზების პასუხები. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„ფოთში დავტესტეთ 70 მეხანძრე-მაშველი და მომსახურების სააგენტოს სამი თანამშრომელი. აღნიშნული კვლევა გეგმური იყო და პრევენციული მიზნით განხორციელდა. საბედნიეროდ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია და არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.