ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ანალიზების პასუხები ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
„ფოთში ტესტირება ჩავუტარეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს 33 თანამშრომელს. პასუხები დღეს გახდა ცნობილი. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.
ამასთან, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან დღეს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 138 ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. აქედან 105 ნიმუში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისაა, 33 კი, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების.
„პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.