ფოთში გამოკვლეულ 114 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში გამოკვლეულ 114 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. საზოგადოებრი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიაში კვლევისთვის 114 ნიმუში იყო გაგზავნილი, მათ შორის 83 კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირის და ყველა პასუხი უარყოფითია.

„პისიარ“ მეთოდით კვლევა ჩაუტარდა 114 პირს და პასუხები უარყოფითია. დღეს გეგმური კვლევა უტარდებათ შსს-ს და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებს. ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია 45, ხოლო საკარანტინო სივრცეში ათი პირია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო ლეფსაიამ.

შეგახსენებთ, ფოთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 13 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი განიკურნა, ექვსი სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენებს კი სიმპტომები არ აღენიშნებათ და საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან.