ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე პეტრე ნიასნიკოვს დღევანდელი დღე მიულოცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის სახლში მოინახულეს.
„დღეს 73-ედ აღინიშნება ფაშიზმის დამარცხება. განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე. ჩვენი ვალია, განსაკუთრებით ვიზრუნოთ მათზე, ყველა პირობა შევუქმნათ ღირსეული და დაფასებული ცხოვრებისთვის“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანსა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწლეებს მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.
ფოთის საკათედრო ტაძარში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.