ფოთში „ევროპული საქართველოს“ სახლი გაიხსნა, რომლის დიასახლისი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია იქნება
ფოთში „ევროპული საქართველოს“ სახლი გაიხსნა, რომლის დიასახლისი ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია იქნება.
საზოგადოებას ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია მიესალმა და მათ პარტიის მთავარიპრიორიტეტები გააცნო. ასევე, მოეწყო გამოფენა „ფოთი და ფოთელები“, სადაც ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი.
ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული სივრცე უმასპინძლებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობას, მოქალაქებს იურიდიული კონსულტაციები გაეწევათ და განხორციელდება საარჩევნო აქტივობები.