ფოთში, ევროპის ონლაინ საჭადრაკო ჩემპიონატი მიმდინარეობს. მასში ფოთელი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
კონტინენტის ონლაინ ჩემპიონატი სკოლებს შორის 17-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება. თითოეული სკოლის გუნდის შემადგენლობაში ორი გოგონა და ორი ჭაბუკი ასპარეზობს.
ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის გუნდი იცავს. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად იმართება. შვიდივე პარტია დღეს გათამაშდება. თითოეულ მოჭადრაკეს ერთი პარტიისათვის 10 წუთი აქვს გამოყოფილი, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით.
ჩემპიონატი ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდითა და ეროვნული ფედერაციების მხარდაჭერით ეწყობა.