ქართველების სამი მოგება და ოთხი ყაიმი ჩემპიონატის პირველ დღეს
ქართველების სამი მოგება და ოთხი ყაიმი ჩემპიონატის პირველ დღეს

სლოვაკეთის კურორტ ვისოკე ტატრიში ჭადრაკში ქალებს შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 144 მოჭადრაკე გამოდის, აქედან შვიდი ქართველია: ნინო ბათიაშვილი (მე-2 განთესვის ნომერი), ნანა ძაგნიძე (3), ბელა ხოტენაშვილი (7), ლელა ჯავახიშვილი (15), სალომე მელია (28), მერი არაბიძე (34) და მირანდა მიქაძე (97).

პირველ ტურში ქართველებმა შვიდიდან სამი პარტია მოიგეს და ოთხი ყაიმით დასრულდა:

იოანა ვორეკი (ჩეხეთი) – ძაგნიძე 0:1
ანა კანტანე (პოლონეთი) – ჯავახიშვილი 0:1
მელია – იულია ანტოლაკი (პოლონეთი) 1:0
ბათიაშვილი – ქუბრა ოზთურქი (თურქეთი) 0.5:0.5
ქადიოგლუ ილდიზი (თურქეთი) – ხოტენაშვილი 0.5:0.5
მიქაძე – ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 0.5:0.5
არაბიძე – სირანუშ გუკასიანი (სომხეთი) 0.5:0.5.

სულ ევროპის ჩემპიონატზე 11 ტური გაიმართება.