ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი დღეს ქალაქის მერიაში მივიდა და პრობლემის მოგვარება მერს პირადად სთხოვა.

ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთში არსებული ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს.

მისივე განცხადებით, ქალაქის დატბორვა ელექტროენერგიის გათიშვის გამო მოხდა. სატუმბმა სადგურებმა ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ წყლის გატარება ვერ უზრუნველყო.

მერიის ინფორმაციით, ზარალის აღრიცხვის შემდეგ მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწევა.

ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ათეულობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გაუნადგურდა.