ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა [ფოტო]
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა [ფოტო]

ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები. ათეულობით ოჯახს გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა.

ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დანელიასა და პუშკინის ქუჩებზე. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი  პრობლემა ყოველი წვიმის დროს იქმნება. ისინი სატუმბი სადგურების გაუმართაობაზე საუბრობენ და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.

დანელიას ქუჩის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებით ანტისანიტარიაა შექმნილი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. ისინი სამართალდამცავებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი წვიმისას ელექტროენერგიის გათიშვის გამო, სატუმბმა სადგურებმა წყლის გატარება ვერ შეძლეს და პრობლემაც სწორედ ამას უკავშირდება.