ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები
ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
,,დატბორილია ქალაქის რამდენიმე ქუჩა. მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და საჭიროების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას ახდენენ,“ – აცხადებენ მერიაში.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, უხვი ნალექი 6 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.