ფოთში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი აშენდა. უახლოეს მომავალში, შენობის ინვენტარით უზრუნველყოფა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.
„ეზოს კეთილმოწყობასა და ინვენტარით აღჭურვასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია, აღნიშნული ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, – განაცხადა ქალაქის მერმა გოჩა კურდღლიამ.
ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისის თვეში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. ის 100-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და ოთხ ასაკობრივ ჯგუფს მოემსახურება. პროექტის ღირებულება 385 000 ათას ლარს შეადგენს.