„კოლხეთმა“ მიმდინარე სეზონში ფოთში პირველად ითამაშა, მაგრამ რობერტო ლანდის გუნდს საკუთარმა კედლებმაც ვერ უშველა და დამარცხდა.
ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-20 ტურში, კოლხებმა „პარკ-არენაზე“ გათამაშების ლიდერს, „საბურთალოს“ უმასპინძლეს. 31-ე წუთზე ანგარიში თბილისელთა თავდამსხმელმა ვაგნერ გონსალვეშმა გახსნა, რომელმაც 40-ე დუბლი შეასრულა 0:2. მასპინძლებს საბოლოოდ იმედები გურამ გოშტელიანმა 62-ე წუთზე გადაუწურა (0:3). 83-ე წუთზე ფოთელთა თავდამსხმელმა ილია მიხაილოვმა პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „კოლხეთმა“ 1:3 წააგო და 8 ქულით ეროვნულ ლიგაში კვლავ ბოლო ადგილზეა, „საბურთალო“ კი 49 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.
მეორე ადგილზე 41 ქულით თბილისის „დინამოა“, რომელიც ხვალ თბილისურ დერბში „ლოკომოტივს“ შეხვდება. „დილა“ ტურის ცენტრალური შეხვედრას გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საჩხერის „ჩიხურასთან“ გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 19:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.