„გაგრამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო - ლომთაძემ პენალტი „პანენკას“ სტილში გაიტანა #1TVSPORT
„გაგრამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო - ლომთაძემ პენალტი „პანენკას“ სტილში გაიტანა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში პირველი სათამაშო დღე „პეტრო არენაზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა, სადაც „გაგრამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა. სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ახალგაზრდა გიორგი ლომთაძემ „პანენკას“ სტილში შეასრულა, მეკარე დააწვინა და ძალიან ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

67-ე წუთზე სტუმრებს მცველი დავით მეგრელიშვილი გაუგდეს და „კოლხეთი“ მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა. ამით „გაგრამ“ ისარგებლა და კიდევ ერთხელ გაიტანა – საბოლოო ანგარიში 90+3-ე წუთზე განელმა თავდამსხმელმა დენის ამოაკომ დააფიქსირა.

ეს „გაგრას“ ზედიზედ მეორე მოგება იყო, რომლითაც გიორგი ონიანის გუნდმა ბოლო ადგილს თავი დააღწია და 10 ქულით მე-8 პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო „კოლხეთი“ (13) ტურის სხვა მატჩებამდე მე-5 ადგილზე დარჩა.

მე-12 ტურის დარჩენილი შეხვედრები ხვალ გაიმართება. მთავარი მატჩი ქუთაისში ჩატარდება – „რამაზ შენგელია არენაზე“ „ტორპედო“ ქართულ „კლასიკოში“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.

2 მაისი

სამტრედია – იბერია 1999

15:00. ეროსი მანჯგალაძე – არენა. სამტრედია

თელავი – დილა

20:00. კავკასიონი არენა – თელავი

ტორპედო – დინამო თბ

21:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი