ფოთში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ სამ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
ფოთში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ სამ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ სამ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდათ. პაციენტთაგან – 57 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან, 23 წლის მამაკაცი ფოთიდან და 53 წლის მამაკაცი ხობიდანა. ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება, ყელის ტკივილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.