ფოთში 49 მძღოლი თვითიზოლაციაში იმყოფება. საუბარია სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე.
საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის არც ერთი პირი არაა მოთავსებული.
საკოორდინაციო შტაბი კვლავაც აგრძელებს მუშაობას.
„ფოთში შეუფერხებლად მუშაობს ყველა სტრატეგიული ობიექტი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნა დაწესებული შეზღუდვა სამი ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ფოთში, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, შემოწმდება ყველა ის დაწესებულება, რომელმაც განაახლა მუშაობა. ქალაქში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.