ფოთში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
ფოთში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი ნაჯახით დაჭრა.

მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებული ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.