ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
„მოვედით, რათა პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. ომში დაღუპული თითოეული ვაჟკაცი გმირია. მათ არასოდეს დაივიწყებს შთამომავლობა“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.
ფოთში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა. დღესვე ფოთის საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება.