ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

12:06, 08.08.2019

ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.

„მოვედით, რათა პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. ომში დაღუპული თითოეული ვაჟკაცი გმირია. მათ არასოდეს დაივიწყებს შთამომავლობა“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

ფოთში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა. დღესვე ფოთის საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება.

მსგავსი