საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსს „ფოტოგრაფირებული დამოუკიდებლობა“ მართავს.
კონკურსის ფინალური ეტაპისთვის შეირჩა 28 ნამუშევარი, რომელთაგან სამ საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
GIPA-ში ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნა ახალგაზრდების თვალით დანახული ფოტოების გამოფენით გადაწყვიტეს.