მიხეილ ჯანელიძე ბელგიის სამეფოს ეწვევა
მიხეილ ჯანელიძე ბელგიის სამეფოს ეწვევა

5-6 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბელგიის სამეფოს ეწვევა, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებაა დაგეგმილი.

ღონისძიება ბრიუსელის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარე ზიგფრიდ ბრაკე, ნატო-ს გენერალურ მდივნის მოადგილე როუზ გოტომოლერი და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრახცისი.

ღონისძიების კულტურულ ნაწილში გაიმართება სუხიშვილების ეროვნული ბალეტისა და პიანისტი ელისო ბოლქვაძის კონცერტი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებას დასწრებიან ბელგიის სამეფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირის, ევროპარლამენტის წარმომადგენლები, ბელგიაში და ევროკავშირთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

დატოვე კომენტარი