ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ხვალიდან 4-5 ბალიან შტორმს ელოდებიან.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე, ზღვის ღელვის მომატება ხვალიდან დაფიქსირდება და 4-5 ბალს მიაღწევს.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები გამოდარებას 31 მარტიდან ელოდებიან.