ფოთისა და ყულევის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

18:12, 29.03.2018

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ხვალიდან 4-5 ბალიან შტორმს ელოდებიან.

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე, ზღვის ღელვის მომატება ხვალიდან დაფიქსირდება და 4-5 ბალს მიაღწევს.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები გამოდარებას 31 მარტიდან ელოდებიან.

მსგავსი