ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ჰიდროლოგიის სამსახური ავრცელებს.
ამ დროისთვის აღმოსავლეთის ქარის სიჩქარე 12-17 მ/წმ-ს აღწევს. ზღვის ღელვა 2-3 ბალამდე ფიქსირდება, რომელიც ხვალ ღამის საათებში 4 ბალამდე მოიმატებს და 14 თებერვლამდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მომდევნო სამი დღის მანძილზე დროგამოშვვებით იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +10 გრადუსს მიაღწევს.