ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა
ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ჰიდროლოგიის სამსახური ავრცელებს.

ამ დროისთვის აღმოსავლეთის ქარის სიჩქარე 12-17 მ/წმ-ს აღწევს. ზღვის ღელვა 2-3 ბალამდე ფიქსირდება, რომელიც ხვალ ღამის საათებში 4 ბალამდე მოიმატებს და 14 თებერვლამდე შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ვარაუდით, მომდევნო სამი დღის მანძილზე დროგამოშვვებით იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +10 გრადუსს მიაღწევს.