ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ზღვაზე შტორმი კიდევ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
დღისით შტორმის სიძლიერე 4-5 ბალი, ღამით კი 3-4 ბალი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი ფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემტერატურა მინუს 1, მინუს 3 გრადუსამდე დაეცემა.
11 თებერვლიდან ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ, ასევე, 2-3 ბალამდე შემცირდება შტორმის სიძლიერე.