ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში საშტორმო მდგომარეობაა [ფოტო]
ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში საშტორმო მდგომარეობაა [ფოტო]

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ზღვაზე შტორმი კიდევ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დღისით შტორმის სიძლიერე 4-5 ბალი, ღამით კი 3-4 ბალი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი ფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემტერატურა მინუს 1, მინუს 3 გრადუსამდე დაეცემა.

11 თებერვლიდან ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ, ასევე, 2-3 ბალამდე შემცირდება შტორმის სიძლიერე.

დატოვე კომენტარი