ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის „მარინა რევია“ პრემიერა გაიმართა
„მარინა რევია“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით ერთმოქმედებიანი წარმოდგენა რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ დადგა.
სპექტაკლი თანამედროვე ყოველდღიურობას ასახავს. წარმოდგენაში მოქმედება ერთი ჩვეულებრივი ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც მთავარი გმირის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება. მთავარ როლს მოწვეული მსახიობი, ქუთაისის სახელმწიფო თეატრის დასის წევრი ენდი ძიძავა ასრულებს.
„მაყურებლის ოვაციით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ხმამაღლა ვთქვათ, რომ სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა. დიდი მადლობა მსახიობებსა და ჩვენს მაყურებელს“, – განაცხადა რეჟისორმა, ნიკა ჩიკვაიძემ.