ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა
ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა. ბაღებში არსებულ ვითარებას ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსთან, მარინე ზარანდიასთან ერთად გაეცნო. ფოთში 15 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება და 1 800 აღსაზრდელია.
„მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებები.
ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში შექმნილია ყველა პირობა როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობის დაცვისა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.