ფოთის შესასვლელებთან მგზავრთა თერმოსკრინინგი და ავტომობილების დეზინფექცია გრძელდება
ფოთის შესასვლელებთან მგზავრთა თერმოსკრინინგი და ავტომობილების დეზინფექცია გრძელდება

ფოთის შესასვლელებთან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა თერმოსკრინინგი და ავტომობილების დეზინფექცია გრძელდება.

ამასთან, გუშინ ღამით ფოთში კომენდანტის საათის პერიოდში არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„გრძელდება ყველა პრევენციული ღონისძიების გატარება, რაც აუცილებელია ვირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად. მკაცრად კონტროლდება თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა, სურსათის სავაჭრო ობიექტები. მონიტორინგი გვაქვს დაწესებული ფასებზე. კონტროლდება ქალაქის ორივე შემოსასვლელი, ტარდება მოქალაქეების თერმოსკრინინგი“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

ამასთან, მისი თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტი შინ მიეწოდებათ.

„კვლავაც მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ვირუსის შეჩერება“, – განაცხადა ქალაქის მერმა.