ფოთის შესასვლელებთან განთავსებულ საგუშაგოებზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ
ფოთის შესასვლელებთან განთავსებულ საგუშაგოებზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.
განსაკუთრებით მკაცრად კი უცხოეთიდან შემოსული ტრაილერების მძღოლები კონტროლდებიან.
„უცხოეთიდან შემოსული ყველა ტრაილერის მძღოლი განსაკუთრებულად კონტროლდება, ეს ეხება ასევე მარნეულიდან ჩამოსულ ტრაილერის მძღოლებსაც. სავარაუდოდ, ეს პროცესი შემდგომში კიდევ უფრო გამკაცრდება. ფოთელი ტრაილერის მძღოლები, რომლებიც შემოვიდნენ ქალაქში, აყვანილი არიან აღრიცხვაზე, მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ვაწარმოებთ მათზეც მონიტორინგს, გვქონდა ერთი შემთხვევა, თურქეთის მძღოლი, ე.წ ბროკერი თავისი მანქანით გადაადგილდა ქალაქში და ეს პიროვნება გადავიყვანეთ თვითიზოლაციაში“ ,- აცხადებს საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, კესო გელენიძე.