ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიაში რვა საჩივარია შესული და ყველა მათგანი პროცედურული ხასიათისაა.
კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას შეფასებით, ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში შემოსულია რვა, უბნებზე კი 13 საჩივარი. ისინი, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხება. საჩივრების გარკვეული ნაწილი აღმოფხვრილია ადგილზე. დანარჩენებთან დაკავშირებით კი საოლქო კომისია შემდეგ იმსჯელებს“, – განაცხადა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.