ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული
ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული.
კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 18 წლის ბიჭი ლანჩხუთიდან, 38 წლის ქალი და 56 მამაკაცი ფოთიდან. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მათი ბიოლოგიური მასალის კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში მოხდება. პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.