ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე 66 წლის მამაკაცია მოთავსებული. მისი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის უკვე გაიგზავნა.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფება 66 წლის მამაკაცი ფოთიდან. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. მამაკაცი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. ანალიზის პასუხი დღეს გვიან ან ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.