კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება.
სპეციალური ხსნარით ფოთის აგრარული ბაზრის შიდა ტერიტორია და მეგრელიშვილის სანაპირო მოირეცხა.
სამუშაოების მიმდინარეობას ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო.
სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ ფოთის მუნიციპლიტეტის მერიის ა(ა)იპ სერვისების ცენტრი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. ფოთის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებსა და ღია სივრცეებს ჩაუტარდა.
გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.