კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარით ამჯერად მარჯანიშვილის და ჭანტურიას ქუჩებზე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები დამუშავდა.
საპრევენციო სამუშაოებს მერიის სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. ხელისუფლების ინფორმაციით, გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.