ფოთის პორტში ავტომანქანების იმპორტის ზრდას ელოდებიან, – ამის შესახებ დღეს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გენერალურმა დირექტორმა, კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენმა განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილების იმპორტი განხორციელდა.
„რეკორდული რაოდენობის ავტომობილების იმპორტი გვქონდა გასულ წელს, ეს მეტწილად სომხეთის საბაჟო რეგულაციების ცვლილებასთან იყო დაკავშირებული. იანვარში შედარებით დაიკლო, მაგრამ მარტი-აპრილისთვის ისევ ზრდას ველოდებით“, – განაცხადა კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.