ფოთის ორივე შესასვლელთან ბლოკ-პოსტები მოეწყობა. ამის შესახებ განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა.
როგორც ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, ბლოკ-პოსტები ამ ეტაპზე საპოლიციო ძალებით შეიქმნება.
„ბლოკ-პოსტებს რაც შეეხება, პოლიციამ უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა, ეს არის ფოთის შესასვლელი და გასასვლელი. ჯერჯერობით საპოლიციო ძალებით შეიქმნება, რა თქმა უნდა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, მოხალისეების დახმარებით. თუ კი საჭირო გახდება, ყოველ წუთს შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ამ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ეს არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების მაღალ საზოგადოებრივ შეგნებაზე. ბლოკ-პოსტები ქალაქის შესასვლელში ნიშნავს გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, ეკიპაჟებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ერთ მანქანაში სამი ადამიანის ყოფნა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.