ფოთის მერიის ბავშვთა ცენტრის ოთხ აღსაზრდელს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ფოთის მერიის ბავშვთა ცენტრის ოთხ აღსაზრდელს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათ კვლევა გუშინ ჩაუტარდათ. შესაბამისი სინჯები ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, კვლევა პრევენციის მიზნით ჩატარდა.
„ბავშვთა ცენტრიდან ოთხი მოზარდი მშობლებს ქალაქგარეთ ჰყავდათ გაყვანილი სხვადასხვა პირად საკითხთან დაკავშირებით. პრევენციისთვის, თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროდ მივიჩნიეთ მათი გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და ნიმუშები გავაგზავნეთ ლაბორატორიაში. საბედნიეროდ, არც ერთ მოზარდს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.