ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ქუჩების საახალწლოდ მოწყობა დაიწყო.
ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში საზეიმოდ განათდება.
რუსთაველის რკალის გარდა, ნაძვის ხეები და განათებული ფიგურები დაიდგმება სხვადასხვა უბნებში.
ფერადი, სადღესასწაულო განათებები დამონტაჟდება ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ ხიდეებზე.
,,წლევანდელი ახალი წლისთვის ფოთი განსაკუთრებულად იქნება მორთული, სიახლეები იქნება თვალსაჩინო და ყველასთვის სასიამოვნო“, – აცხადებს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია.