საქართველოს საფეხბურთო ლიგაში უკვე ექვსი ტური გაიმართა, მაგრამ ფოთის ,,კოლხეთი 1913”-ს გაძლიერება სჭირდება და გუნდის ხელმძღვანელობა დაკომპლექტებას ჯერ კიდევ აგრძელებს.
გუნდის პრეს-ატაშის, გია ეჯიბიას ცნობით, ამჯერად, კოლხებმა ოთარ კვერნაძე დაიმატეს. 24 წლის ფეხბურთელი კლუბში უკვე ჩაირიცხა და ფოთელებს ფორმით სეზონის ბოლომდე დაეხმარება.
კვერნაძე ”ზესტაფონის”, ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელია, ბოლოს კი საჩხერეს “ჩიხურაში” თამაშობდა, იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი.
წელს კვერნაძე უკრაინის პირველი ლიგის ჩერნიგოვის “დესნაში” გასინჯვაზე მიიწვიეს, ამხანაგური შეხვედრები ჩაატარა და სამი გოლიც გაიტანა. თუმცა, ჩერნიგოვის კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია.