ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებულმა ფოთის „კოლხეთმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე ხარკოვის „მეტალისტი 1925“-თან ფრედ დაასრულა – 1:1.
პირველი მატჩი ფოთელებმა უზბეკურ „სურხონთან“ 0:4 წააგეს. ამჯერად, უფრო ძლიერ გუნდთან გაცილებით უკეთ ითამაშეს. მე-20 წუთზე უკრაინელები ნოგეირას გოლით დაწინაურდნენ, წონასწორობა 68-ე წუთზე დათა სიჭინავამ პენალტით აღადგინა.
„კოლხეთი“-„მეტალისტი 1925“ 1:1
გოლები: 0:1 ნოგეირა (20), 1:1 სიჭინავა (68-პენ.)
„კოლხეთი“: ლ. ხარშილაძე (46. კოტლიაროვი), გაბელაია (75. ლომაძე), ბ. ხარშილაძე (75. გოგებაშვილი), ჯაფიაშვილი, მეგრელიშვილი (65. ახალაძე), მესხი (65. ქადარია), გვალია (65. ფოცხვერია), ოლხოვი (75. კაპანაძე), სიჭინავა (75. ციკოლია), ზურაბიანი (65. გვასალია), გავაშელიშვილი (75. ხინთიბიძე).
მესამე საკონტროლო მატჩს ფოთის „კოლხეთი“ 11 თებერვალს ჩერნოგორიის „იედინსტვოსთან“ გამართავს.