ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ სამი პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.
პაციენტები ბოქსირებულ პალატებში იყვნენ მოთავსებულები.
„ჩვენ მივიღეთ სამი პირის ანალიზის პასუხი. ესენი არიან 17 წლის ბიჭი, 24 წლის და 20 წლის ქალბატონები ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.