ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია. ისინი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.

ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„კლინიკაში იმყოფება სამი პაციენტი, ორი წლის გოგონა, ასევე 19 და 49 წლის მამაკაცები. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.