ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
პაციენტები ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულები.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 17 წლის ბიჭი, 24 წლისა და 20 წლის წლის ქალბატონები ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ანალიზის პასუხები დღეს გვიან ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“,- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.