ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი პირია მოთავსებული; 62 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან და 43 წლის მამაკაცი სამტრედიიდან.
მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია ორი პაციენტი. ისინი მოთავსებული არიან ბოქსირებულ პალატებში და უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ამჟამად, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ბიოლოგიური მასალა კვლევისათვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიგზავნება“, – განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.