ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
პაციენტები ბოქსირებულ პალატებში არიან გადაყვანილები.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ორი პაციენტი – 62 წლისა და 47 წლის მამაკაცები ფოთიდან. ორივე მათგანს უკვე ჩაუტარდა ტესტირება. მათი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ანალიზის პასუხები დღეს გვიან ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“,- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.