ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მას ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.
ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, 67 წლის მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა.
„მისი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, „პისიარ“ კვლევისთვის გუშინ გავაგზავნეთ. საბედნიეროდ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.