ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

10:39, 02.06.2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მას ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, 67 წლის მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა.

„მისი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, „პისიარ“ კვლევისთვის გუშინ გავაგზავნეთ. საბედნიეროდ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი